|
2015-02-08 10:28:11, 634 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: უკრაინამდე საქართველო იყო, მაშინ რომ მეტი ყურადღება ყოფილიყო, უკრაინის კრიზისი არ იქნებოდა
უკრაინამდე იყო საქართველო, მაშინ რომ მეტი ყურადღება ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, უკრაინის კრიზისი არ იქნებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში: „უკრაინის მიღმა -გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში.’’ საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით უკრაინის კრიზისის თავიდან აცილება შეიძლებოდა. პრემიერი მიესალმება ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის ვიზიტს მოსკოვში და მათ ძალისხმევას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრის შესახებ. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგისა აღდგენა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. მისივე თქმით, საქართველომ კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა, რასაც რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია. საერთაშორისო ფორუმის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ე.წ მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს საქართველოს გარეშე მომავალი არ გააჩნიათ. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხს, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც კარგი მომზადება სჭირდება. “თუმცა, შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული,”-განაცხადა პრემიერმა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია. სესიაში- „უკრაინის მიღმა-გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში,’ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ ვუჩიჩი და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვესნა პუსიჩი.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)