00:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-12 11:22:38, 1340 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელების მასიური დაკავებები დაიწყო

თურქეთში, გაზიანთეპში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კომპლექსის Ayşe-Mehmet Polat-ის დეველოპერი სტამბოლში დააკავეს.

მიღებული ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერის აკაის დაკავების ორდერი გაზიანთეპის პროკურატურამ გასცა. სტამბულის პოლიციის დეპარტამენტის წევრებმა აკაი ათაშეჰირის რაიონში დააკავეს. ეჭვმიტანილი გაზიანთეფში გადაიგზავნება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

საერთო ჯამში თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი კონტრაქტორია.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ამავე ბრალდებით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მეტ ადამიანს დააკავებენ. დიარბაქირის პროკურატურის თქმით, მხოლოდ ამ რეგიონში დღეს 29 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა. ადანას პროვინციაში კი 62 ადამიანის დაკავების ორდერი გამოწერეს.

ამასთან, თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ დაზარალებული პროვინციების პროკურატურებს სპეციალური "მიწისძვრასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების ოფისების" შექმნა დაავალა.

7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 000-მდე შენობა დაინგრა, მათ შორის, რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics