22:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 13:35:28, 993 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება

საქართველოს რამდენიმე ქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და მოქალაქეები დღეს, ქობულეთსა და მარტვილში შეიკრიბნენ.

აქციებზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში პროტესტი ისმოდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რეალურად ხედავს ამ ქვეყანაში, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, გააქროს ყველაფერი, რაც დემოკრატიას უკავშირდება; როგორც ცდილობს, გააღარიბოს ადამიანები... მარტვილში მოქალაქეები აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და აცხადებენ, რომ მისი პატიმრობა ზიანის მომტანი არის პირველ რიგში ქვეყნისთვის", - უთხრა "ტვ პირველს" მარტვილში მიმდინარე აქციაზე ენმ-ის წარმომადგენელმა, გიორგი ბოტკოველმა.

დღესვე, აქციები დაგეგმილია სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 9 თებერვალს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში გაიმართა.

რეგიონებში გასვლამდე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. 

ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics