|
2023-02-09 14:28:46, 1952 ნახვა
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანიების ,,მთავარი არხი“ და „ფორმულა“ გავრცელებულ ცრუ და უპასუხისმგებლო ინფორმაციას, სადაც მტკიცებით ფორმაში არის დადანაშაულებული საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენაში. უწყება, სრული პასუხისმგებლობით, კატეგორიულად აცხადებს, რომ ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში იდენტიფიცირებული არც ერთი პირი არ წარმოადგენს საბაჟო დეპარტამენტს. ამასთან, განვმარტავთ, რომ გადაცემაში აღნიშნული საბაჟო საწყობი "ზაჰესი 2007" წარმოადგენს კერძო საბაჟო ტერმინალს და მისი ფუნქციონირება სრულად, რეგულირდება საქართველოს მთავრობის 455 დადგენილების შესაბამისად. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4657414?publication=0 აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში, 2023 წლის 8 თებერვალს დილის 11 საათზე, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრის მიერ, საბაჟო საწყობისა და საბაჟო საწყობში არსებული საქონლის მფლობელის წარმომადგენლების თანდასწრებით, გაიხსნა აღნიშნული სათავსო. დღის განმავლობაში, მეწარმე სუბიექტების მიერ, განხორციელდა მათ მფლობელობაში არსებული საქონლის დათვლა/აღწერის პროცედურა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ (დაახლოებით, 17 საათზე), საბაჟო საწყობისა და საბაჟო საწყობში არსებული საქონლის მფლობელის წარმომადგენლების თანდასწრებით, მებაჟე ოფიცერმა მოახდინა საწყობის სათავსოს დალუქვა და შესაბამისი აქტის შედგენა. აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერს, როგორც მებაჟე ოფიცერი, ასევე საბაჟო საწყობისა და საწყობში არსებული საქონლის მფლობელის წარმომადგენელი. აქვე გაცნობებთ, რომ ობიექტზე უზრუნველყოფილია მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლი. შემოსავლების სამსახური, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (საქართველოს მასშტაბით, საბაჟო კონტროლის ზონებში,) ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის კონტროლს. აღსანიშნავია, რომ საბაჟო ორგანო, საქონლის მიმართ, ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საბაჟო საწყობის და საბაჟო საწყობში არსებული საქონლის წარმომადგენლების თანდასწრებით. ამ დროისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, დაველოდოთ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას და საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ყალბი, დაუსაბუთებელი მასალის გავრცელებისგან, რომელიც ემსახურება უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საზოგადოების ინფორმირებისთვის მომზადებული ინფორმაცია გადაამოწმონ/დააზუსტონ შესაბამის სამსახურებთან", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)