|
2023-02-09 14:19:12, 1069 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ე.წ. კადეტთა კორპუსზე - ეს არ არის მხოლოდ რეაბილიტაცია, გარემონტებულ ბინებს ვაბარებთ
თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის განცხადებით, პროექტი 2024 წლის ზაფხულში დასრულდება. „მთაწმინდის რაიონში კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს არის კადეტთა კორპუსი. გარკვეული ნაწილის დემონტაჟი გახდა საჭირო, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. დანარჩენი ნაწილი შენარჩუნდა და ავთენტურად პირვანდელი სახით აღდგება. თითოეულ დეტალს, ორნამენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს ყველაფერი შენარჩუნდება. 90-მდე ოჯახი ქირით გვყავს გაყვანილი და მომავალი წლის ზაფხულში მთლიანად დასრულდება სამუშაოები. ეს არ არის მხოლოდ რეაბილიტაცია, გარემონტებულ ბინებს ვაბარებთ. ბოლოს კი ეზო მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. უწყების ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები. „კადეტთა კორპუსის შენობა XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის აღდგენას ძველი იერსახის შენარჩუნებით, ახალი მიშენების მოწყობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, მათ შორის, შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობას, ლაღიძის ქუჩის მხარეს არსებული ფლიგელის კონსტრუქციულ გამაგრებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიული კედლების გადაწყობა და კონსტრუქციული გამაგრება, ხოლო ავარიული ღიობების მოჩარჩოება და მზიდი კედლების გამაგრება დასრულდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)