|
2023-02-08 23:29:12, 1687 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ყოფილი სახალხო დამცველი და ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი ორივე არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, აქედან გამომდინარე, მათ დასკვნებს ფასი არ აქვს
სახალხო დამცველის ოფისის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ყოფილ სახალხო დამცველს და ასევე ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი ორივე არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები. აქედან გამომდინარე, მათ დასკვნებს ბუნებრივია ფასი არ აქვს,- განაცხადა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათაც კი ვერ მოახერხეს მიხეილ სააკაშვილისთვის დიაგნოზის დადება. მისივე თქმით, არცერთი დიაგნოზი არ არსებობს, რომელიც მისცემდა სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს. „მათაც კი ვერ მოახერხეს დიაგნოზის დადება. უფრო მეტიც, უცხოელ ექიმებს, ლობისტებს ჯამში გადაუხადეს მილიონი დოლარი, რაც დღეს გამჟღავნდა ოფიციალური მონაცემებით ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ. არცერთი დიაგნოზი არ არსებობს, რომელიც მისცემდა სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს. გაწერილია დეტალურად რომელი დიაგნოზები იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს, არცერთი არ არის სახეზე. მილიონი დოლარი დახარჯეს და ასეთი დიაგნოზი მაინც ვერ დადეს, ეს არის რეალობა. ჰყავდათ თავისი აქტივისტი ყოფილი სახალხო დამცველის სახით, თავისი აქტივისტი ცენტრი „ემპათიის“ სახით, დამატებით მილიონი დოლარი დახარჯეს ექიმებში, ლობისტებში, პიარ კამპანიაში და მაინც ვერ მოახერხეს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)