22:01 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 13:38:12, 1299 ნახვა

საზოგადოება
კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განაცხადების წარდგენა შესაძლებელია სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი და რეწვა.

მისივე თქმით, განაცხადების წარდგენა 27 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი.

„რაც შეეხება მედია არტის მიმართულებას - აქ განაცხადების მიღება ოდნავ შეცვლილი მოთხოვნებით, მოგვიანებით იგეგმება, რის შესახებაც აუცილებლად გაცნობებთ. დამატებითი ინფორმაციის მიღებას და განაცხადების ატვირთვას მსურველები შეძლებენ კონკურსის ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge. აღსანიშნავია, რომ 3 წლის განმავლობაში, რაც კონკურსი არსებობს, შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, მთავრობის სხდომის შემდეგ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მონაწილეობის მსურველებს მიაწოდოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics