00:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 15:39:18, 868 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს შორის მომხმარებლისათვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს შორის მომხმარებლისათვის სააგენტოს  სერვისების მიწოდების შესახებ  თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მალე იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს სერვისების  მიღება გახდება შესაძლებელი.

პირველ ეტაპზე განხორციელდება ტექნიკური ხასიათის სამუშაოები, დაიწყება  წინა ხაზის თანამშრომელთა გადამზადება, რის შედეგადაც  საპენსიო სააგენტოს 5 სერვისით სარგებლობა იუსტიციის  სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.

თანამშრომლობის ფარგლებში, სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს დაფარავს და 117 ფილიალში იქნება წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს. 

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ხელშეკრულებას ხელი  მოაწერეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ, განიხილეს ის  ძირითადი გამოწვევები, რომლებიც სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრაციით დაიძლევა.
საპენსიო სააგენტოს სერვისებით  სარგებლობა მომხმარებელს უკვე მიმდინარე წლის მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეეძლება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics