07:41 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 10:03:21, 1454 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის აგრესია მხოლოდ ადეკვატური იარაღით შეიძლება შეჩერდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ახალი მასობრივი თავდასხმები რაკეტებითა და თვითმფრინავებით ადასტურებს, რომ უკრაინას ადეკვატური იარაღი სჭირდება. 

როგორც ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტების და შაჰედების უმეტესობა, მაგრამ იყო დარტყმები, დაჭრილები და დაღუპულები.

"დღეს ჩვენ გავუძელით ტერორისტების მორიგ მასიურ სარაკეტო თავდასხმას. თავდასხმა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორებთან: რუსეთის ეს აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. 

იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღია. მაგრამ ლეგალური იარაღით: ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კიდევ უფრო აქტიურად, რათა შეიქმნას ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით და ანაზღაურდეს ამ ომის შედეგად გამოწვეული ყველა დანაკარგი რუსული აქტივების ხარჯზე

ძნელია 100%-იანი დაცვა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის საშუალებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტერორისტები ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ“, - თქვა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინა „სატანკო კოალიციას“ აფართოებს:

„არის შესაბამისი გადაწყვეტილება კანადის მხრიდან - ამისთვის მადლობას გიხდით. ჩვენს სატანკო კოალიციაში უკვე 12 ქვეყანაა",- განაცხადა უკრაინის სახელმწიფო მეთაურმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics