|
2023-01-21 14:04:49, 951 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის ენმ-ს ოფისი - არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს და შუღლს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას
ჩვენ არანაირი პრეტენზია არცერთ კანდიდატთან არცერთ მიმართებაში არ გვაქვს. არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება, - განაცხადეს ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. მათივე თქმით, პარტიული გუნდი, რომელიც ზუგდიდში იმყოფება მხარს უჭერს ნიკა მელიას კანდიდატურას, რადგან მოცემულ სიტუაციაში ღირსეულ კანდიდატად სწორედ მელია მიაჩნიათ. მათ დასძინეს, რომ რჩევნების შემდეგ საჭიროაა ერთობლივი ძალებით და ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე, მუშაობა ისევ ყველამ ერთად განაგრძოს. მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველა კანდიდატის მიმართ, ჩვენ არანაირი პრეტენზია არცერთ კანდიდატთან არცერთ მიმართებაში არ გვაქვს. არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება და კონკრეტულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ჩვენ, ჩვენი ფრაქცია და ასევე ჩვენი გუნდი, პარტიული გუნდი, რომელიც აქ იმყოფება და ჩვენს ზურგს უკან დგას უამრავი ხალხი, მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას, რადგან მიგვაჩნია, რომ მოცემული სიტუაციიდან ის არის ყველაზე გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი", - აცხადებენ ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)