14:36 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 15:28:02, 909 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია 5 ივლისის საქმეზე - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, დამნაშავე პუტინისტები ხელშეუხებელნი არიან

„ერთი საკითხია შემსრულებლების, ჯარისკაცების, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მათი არასათანადო დასჯა და მეორე, მთავარი საკითხია, რომ სრულიად ხელშეუხებელნი არიან საჯაროდ ორგანიზატორები და ლიდერები ივანიშვილის რეჟიმის ამ პუტინისტური ნაწილისა“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია 5 ივლისის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

ბოკერიას თქმით, საქმე უფრო მძიმე მუხლით უნდო ყოფილიყო აღძრული, თუმცა თავიდანვე არასწორი მუხლი გამოიყენეს, ახლა კი სასჯელი შეამსუბუქეს და "ალბათ, კიდევ უფრო შეამსუბუქებენ".

„ეს იგივე ხალხია, რომელიც ტელევიზიაში იძახდა, რომ კიდევ იზამდნენ, ასე უნდა ქნან, მათ ვინც აქციაზე აორგანიზებდა. ეს იგივე ხალხია, რომელიც საჯაროდ პუტინს გულშემატკივრობს უკრაინის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ, ეგ ხალხი არიან სრულიად ხელშეუხებელნი.

ამიტომ, თუ ვინმეს კიდევ დარჩა რამე ილუზია ამ რეჟიმის სახეზე, ამით მაინც უნდა მიხვდეს, რომ ივანიშვილის სახე არის პუტინისტური პროპაგანდა, განწყობა და სულისკვეთება, რადგან მათ ეყრდნობა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე“, - აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მაია თეთრაულის გადაწყვეტილებით, 6 მსჯავრდებულს - დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს - სასჯელი 1 წლით შეუმცირდათ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics