15:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 09:15:28, 1576 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი რუსებს - თქვენი მშიშარა დუმილი იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ

ტერორზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მკვლელებს, ასევე მათ, ვინც მკვლელებს ეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, დნეპროპეტროვსკში თითოეული ადამიანისთვის იბრძვიან და სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე იქნება სიცოცხლის გადარჩენის მცირედი შანსიც კი.

"დნიპროში ამ თავდასხმის შემდეგ გასული დროის განმავლობაში უკრაინამ მოისმინა თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ლიდერისგან, საზოგადო მოღვაწისგან, ჟურნალისტისა და რიგითი ხალხისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულგრილი არ დარჩენილა! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ადამიანები გაერთიანდნენ ტერორის საპასუხოდ. მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც რუსეთშია და რუსეთიდან არის, ვინც ახლაც ვერ წარმოთქვა ამ ტერორის დაგმობის რამდენიმე სიტყვა… მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაფერს მშვენივრად ხედავენ და იციან… თქვენი მშიშარა დუმილი, თქვენი მცდელობა „მოითმინოთ“, რაც ხდება, მხოლოდ იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ“,-  განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. 

ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 29 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics