15:41 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-15 16:32:55, 1148 ნახვა

პოლიტიკა
„მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი შენც შეგეხება“ - გიორგი მუმლაძემ ახალი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატობის წევრმა, გიორგი მუმლაძემ ახალი კამპანია სახელწოდებით „მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი შენც შეგეხება“ დაიწყო. 

გიორგი მუმლაძის განცხადებით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ბიულეტენები რიგდება, სადაც ჩამოთვლილია ის შედეგები, რასაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება გამოიწვევს. 

"ჩვენ დავიწყეთ კამპანია „მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი შენც შეგეხება“. შენც შეგეხება იმიტომ, რომ რეალურად, ქვეყნისთვის მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება პუტინის ტყვეობაში ამ ქვეყნისთვის ნიშნავს ევროპული და დემოკრატიული მომავლის დასამარებას. ეს არის ბიულეტენი, სადაც ჩამოთვლილია პუნქტობრივად, რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოიტანოს მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალებამ და  უმთავრესი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანებამდე მივიდეთ და ამ საინფორმაციო ბროშურების გავრცელება უნდა მოხდეს ქსელურად", - განაცხადა მუმლაძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics