15:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 22:49:49, 1435 ნახვა

პოლიტიკა
რობერ ჰაბეკი - გერმანიამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინის დახმარების სურვილი გააჩნიათ

"გერმანია წინ არ უნდა აღუდგეს, როდესაც სხვა ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად იღებენ გადაწყვეტილებას.", - ასე გამოეხმაურა გერმანიის ვიცე-კანცლერი, რობერ ჰაბეკი პოლონეთის მიერ უკრაინისადმი  „ლეოპარდის“ საბრძოლო ტანკების გადაცემის საკითხს.

მისივე თქმით, განსხვავებაა საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასა და სხვების გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლას შორის. მან დასძინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა გერმანია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მან არ უნდა შეუშალოს ხელი, ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინის დახმარების სურვილი გააჩნიათ.

„არის განსხვავება საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასა და სხვების გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლას შორის. შესაბამისად, გერმანია წინ არ უნდა აღუდგეს, როდესაც სხვა ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად იღებენ გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანია.", - განაცხადა ჰაბეკმა.

შეგახსენებთ, 11 იანვარს პოლონეთმა განაცხადა, რომ ის გეგმავს უკრაინისთვის "ლეოპარდის" ტიპის ტანკების გადაცემას. იქედან გამომდინარე, რომ "ლეოპარდი" გერმანული წარმოების ტანკია და მისი ექსპორტისთვის გერმანიის მთავრობის თანხმობაა საჭირო, პოლონურმა მხარემ გერმანიის ნებართვა მოითხოვა, რათა მომხდარიყო ტანკების ექსპორტი უკრაინაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics