16:49 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 18:54:34, 955 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე ბუკებზე - ეს არის კორუფციული გარიგება, მაშინდელ ხელისუფლებასა და უკრაინულ ხელისუფლებას შორის

"მარტივ კონტექსტში, ეს არის რაღაც კორუფციული გარიგება მაშინდელ ხელისუფლებასა და იმ დროინდელ უკრაინულ ხელისუფლებას შორის.", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე, 2008 წელს უკრაინისგან საქართველოსთვის "ბუკ"-ის სისტემის გადაცემას.

მისივე თქმით, საქართველომ უკრაინისგან "ბუკ"- ის სისტემები შეიძინა და საჩუქრად არ მიუღია, და ფაქტი, რომ ნაწილი არ ჩამოვიდა და რაც ჩამოვიდა უვარგისი იყო, ეს პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებაა.

"მარტივ კონტექსტში, ეს არის რაღაც კორუფციული გარიგება მაშინდელ ხელისუფლებასა და იმ დროინდელ უკრაინულ ხელისუფლებას შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ნაწილი არ ჩამოსულიყო და ის თანხა რაც გადახდილი იყო ნაწილი ვადაგასულ შეიარაღებაში ყოფილიყო გადახდილი. მე გამჭირდება რამის კონკრეტულად თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ შევიძინეთ უკრაინისგან და საჩუქრად არ მიგვიღია. ის, რომ არ ჩამოვიდა ნაწილი და ნაწილი რაც ჩამოვიდა ვადაგასული იყო, ეს პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებაა. რას ჰქვია, თანხაა გადახდილი და არ ჩამოდის შეიარაღება ან რაც ჩამოდის უვარგისია და ამაზე რეაგირება არ ხდება, ეს პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებაა.", - განაცხადა მიქანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics