16:48 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 16:11:50, 859 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - „ოცნების“ ბევრი წევრი ვემხრობით ხაბეიშვილის კანდიდატურას, მაგრამ ამ ჩანაწერთან კავშირი არ გვაქვს

"ქართული ოცნების" ბევრი წევრი ენმ-ის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის კადიდატურას ვემხრობით, მაგრამ ამ ჩანაწერთან კავშირი არ გვაქვს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

დავითულიანის თქმით, ეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.

"ბრალს გვდებენ - გუშინ გვდებდნენ ყოველ შემთხვევაში, რომ ამ ჩანაწერთან კავშირი აქვს ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ბევრი წევრი ისევე, როგორც მე, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში ვემხრობით ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ეს არის  "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა. თვითონ პარტიის წევრები გამოვიდნენ და პირდაპირ დაადეს ხელი ვანო მერაბიშვილს", - აცხადებს დავითულიანი.

ცნობისთვის, გუშინ, 9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის. ჩანაწერის მიხედვით, ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics