18:05 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 12:24:19, 1488 ნახვა

პოლიტიკა
კასიანოვი - უკრაინა უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე

უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი სტატიაში წერს.

კასიანოვის თქმით, უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც.

„უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა იარაღის სასიცოცხლო საჭიროება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობაზე“,- წერს კასიანოვი.

ცნობისთვის, დეკემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად  ყველაფერს აკეთებს, თუმცა მანამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა გამორიცხა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics