19:28 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 12:09:02, 1245 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სხდომის დაწყებას ელოდებიან. 

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მოსამართლე გიორგი არევაძეს სხდომა 12:00 საათზე ჰქონდა დანიშნული. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესს ვერ ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics