19:33 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 19:17:05, 1423 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში

დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ადამიანურობისა და აქციისთვის, რომელიც 4 იანვარს არის დაგეგმილი. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მართალია, პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში. წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს, რომელიც ინიციატივით გამოვიდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სხვადასხვა ქალაქებში გაიმართოს.

სააკაშვილის თქმით, ზელენსკის მიმართვის და უკრაინული სპექტრის აქტიურობის შემდეგ, მოწევა აუკრძალეს და მის მოსანახულებლად კლინიკაში შვილებს აღარ უშვებენ.

"დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ადამიანურობისა და აქციისთვის, რომელიც 4 იანვარს არის დაგეგმილი. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მართალია, პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში.

ზელენსკის ფენომენალური მიმართვისა და თქვენი აქტიურობის შემდეგ, ამიკრძალეს მოწევა და შეწყვიტეს კლინიკაში ჩემი შვილების შემოშვება. სასამართლო 10 დღით გადადეს. ჩემმა მკურნალმა ექიმმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობის წინაშე განაცხადა, რომ ჩემი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და კლინიკამ ყველა თავისი შესაძლებლობა ამოწურა" - წერს სააკაშვილი.

"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან. #SaveMisha" - განაცხადა მარკ ფეიგინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics