13:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 12:52:01, 1097 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საბაჟო გამშვები პუნქტი -,,ლაგოდეხი“  მოინახულა, სადაც საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლის პროცედურებს გაეცნო.      

უწყების ხელმძღვანელმა, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ვლადიმერ ხუნდაძესა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან,  ზურაბ სიჭინავასთან  ერთად, ახალი წლის დადგომა საბაჟო გამშვებ პუნქტზე მყოფ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 
„შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კეთილსინდისიერი შრომისთვის. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მჯერა, რომ 2023 წელი წარმატებების, ქვეყნის წინსვლის და განვითარების ელიწადი იქნება ყველასთვის,“- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.   

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე,,ლაგოდეხი“ ახალი  ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოეწყო საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 6 გასასვლელი. 

,,ლაგოდეხის“ განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს  სატრანზიტო ტვირთნაკადის გაზრდას და  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში. 

შეგახსენებთ, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხი“, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, დღე-ღამეში  600 -მდე სატვირთო მანქანისა და 10 000 მგზავრის გატარებაზეა გათვლილი. აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 35 მებაჟე ოფიცერი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.   

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics