21:20 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 16:32:55, 811 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს - აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყავით 2007-ში?

მე ძალიან მაინტერესებს და მაქვს კითხვები, აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყავით 2007-ში?,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებენ.

პრეზიდენტის ამ განცხადებას აქციაზე ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.

„მე ძალიან მაინტერესებს მე მაქვს ჯერ კითხვები, აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ როცა ვიდექი ქუჩაში და სად იყვნენ?, მე გეტყვით სად იყვნენ ისინი ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ "ქართუ ბანკში", ისინი ვინც დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ თურმე იციან მე რას გავაკეთებ, თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ.

მე მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ, ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე?! თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ. ეს არა არის შეწყალება? და სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ? სად იყავით. ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე სადაც არიან“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics