07:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 09:23:34, 1375 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - ამჟამინდელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია

მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამჟამინდელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

როგორც ბერბოკმა რუმინულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მთელმა ევროპამ იგრძნო, თუ რას ნიშნავს ავტორიტარულ რეჟიმზე დამოკიდებულება.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კვალდაკვალ, მთელ ევროპაში ვგრძნობდით, რას ნიშნავს იყო ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებული. პუტინი ენერგიას იარაღად იყენებს - ეს მტკივნეული გაკვეთილი უნდა გვესწავლა... ისევე, როგორც ბევრი რუსს, ჩვენ გვინდა ვიხილოთ მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც მეზობლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ არ გვაქვს ილუზიები - ჩვენ ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ, ფსონი ჩვენი საერთო უსაფრთხოების მუდმივ გაძლიერებაზე უნდა დავდოთ. სანამ გაგრძელდება სასტიკი, აგრესიული ომი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, ჩვენ თანდათან გავამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინა იცავს ევროპის თავისუფლებას. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით მასთან მანამ, სანამ საჭირო იქნება - იარაღით, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით", - განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ "ევროპა ძლიერი და ერთიანია. ის, წელს, იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს ეგონა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics