21:20 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 20:53:52, 824 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი სააკშვილზე - პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის

რჩება განცდა, რომ ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე. ჩვენი კონსტიტუციაც, ჩვენი საერთო ღირებულებებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე, პოლიტიკაზე უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანი.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები ფოკუსირებულია სააკაშვილის მდგომარეობაზე, და არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუტები საქართველოში, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი, რომელიც იცავს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას, პოლიტიკური აფილირებისა თუ სქესის მიუხედავად და სარგებლობს ნდობით.

"ყველა ფოკუსირებულია ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ შორის შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო. არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუტები საქართველოში და დიდი ნდობა გვაქვს სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც იცავს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას, პოლიტიკური აფილირებისა თუ სქესის მიუხედავად. ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რას ამბობს სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმის შესახებ. საქართველოს გაუმართლა, რომ ასეთი გაბედული სახალხო დამცველი ჰყავდა ნინო ლომჯარიას სახით. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტები და სწორედ ამ ფაქტების დადგენას ცდილობდა სახალხო დამცველი. ბევრი რამ დგას რისკის წინაშე, ზოგჯერ რჩება განცდა, რომ ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე. ჩვენი კონსტიტუციაც, ჩვენი საერთო ღირებულებებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე, პოლიტიკაზე უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩემი აზრით, მთავრობა აღიარებს პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ის მზრუნველობა, რაც სჭირდება" - განაცხადა დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics