|
2022-12-27 16:22:14, 952 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტის გახსნა, ამას მოწმობს სააკაშვილის გათავისუფლებაში ასეთი ჩართულობა
ზოგადად, ყველამ იცის რა უნდა მაგალითად არესტოვიჩს ხომ? არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი მიზანი იმის უკან, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი არის მეორე ფრონტის გახსნა, ხოლო ერთადერთი ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის არევა ეს სააკაშვილია. „ზოგადად, ყველამ იცის რა უნდა მაგალითად არესტოვიჩს ხომ? არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი, პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ერთადერთი მიზანი ამ კამპანიის უკან არის საქართველოში არეულობის გამოწვევა, მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად იკვრება, როდესაც ჩვენ ვისმენთ არესტოვიჩის შესაბამის განცხადებებს. რა თქმა უნდა, ეს ასეა, რა თქმა უნდა, ერთადერთი მიზანი იმის უკან, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყანაში, ჰგონიათ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის არევა“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ სააკაშვილის მოკვლის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა, ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა კი, მისი ციხეში მოწამვლა დაადგინეს. ფეიგინი ექსპრეზიდენტის წერილს მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად გეგმა უკვე არსებობდა, რომელიც გუშინ გაასაჯაროვა. რუსი უფლებადამცველი გამოვიდა ინიციატივით 4 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს საელჩოებთან აქცია გაიმართოს, რასაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლი, ოლექსეი არესტოვიჩიც შეუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)