|
2022-12-22 12:32:05, 971 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო ღონისძიებების გამო, მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 22 დეკემბრის 13:00 საათიდან 30 დეკემბრის 00:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, მოსამზადებელი სამუშაოების განმავლობაში, მოძრაობა შეიზღუდება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით და ასევე, მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. "მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გორგასლის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის, ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით. მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ღვინის აღმართის საშუალებით. ღონისძიებების მიმდინარეობისას, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580 გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსი N333 ხეთაგუროვის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდიდან გადავა ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში დატრიალდება, რის შემდეგაც, ავლაბრის მოედნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. რაც შეეხება N538, N547, N550 და N580-ს, მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან, მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, თავისუფლების მოედნიდან N547 და N580 იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N538 და N550 მარშრუტები კი, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან", - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)