10:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 11:20:09, 1697 ნახვა

მსოფლიო
ტაილანდის ყურეში სამხედრო ხომალდი ჩაიძირა - 31 მეზღვაური უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

ტაილანდის ყურეში შტორმის შედეგად ტაილანდის სამხედრო ხომალდი ჩაიძირა. BBC ქვეყნის საზღვაო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხომალდზე მყოფი 100-ზე მეტი ადამიანიდან 75-ის გადარჩენა მოხერხდა, 31 მეზღვაური კი, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

"12 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ძებნას", - უთხრა BBC-ის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მომხდარის მიზეზების დასადგენად, გამოძიება დაწყებულია. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics