20:25 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 14:51:34, 1080 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი - ყველა ჩვენი თანამშრომელი, რომლებიც ჩართული იყვნენ 2008 წლის ომში, ვეტერანის სტატუსის მატარებელია

„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იუსტიციის სამინისტროს სისტემის  ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ჩართული იყვნენ 2008 წლის ომში, ვეტერანის სტატუსის მატარებელია", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.

„ვეტერანის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ჩართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. აქამდე სამინისტროში იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც 2008 წლის ომში მონაწილეობდნენ, მაგრამ გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზის გამო ვერ ხერხდებოდა მათთვის სტატუსის მინიჭება. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იუსტიციის სამინისტროს სისტემის ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ჩართული იყვნენ 2008 წლის ომში, ვეტერანის სტატუსის მატარებელია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობდა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics