08:43 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 18:06:32, 1068 ნახვა

პოლიტიკა
მელია ვიქტორ ჯაფარიძეზე - ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ზნედაცემულ მტერთან გვაქვს საქმე

ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ  მტერთან გაქვს საქმე, - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის საპასუხოდ.

მისივე თქმით,ოპოზიცია არ არის მობილიზებული,სწორედ ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და შემდგომ საპარლამენტო სია დაკომპლექსდეს,ღირსეული ხალხით,რომლებსაც შრომა და ბრძოლა არ დაეზარება.

"ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ  მტერთან გაქვს საქმე.  მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე - ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ... 
ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა! " - წერს ნიკა მელია 

შეგახსენებთ,დღეს ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტში პაატა მანჯგალაძესთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა,შემდეგი სიტყვები : "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე რა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics