|
2022-12-12 14:38:12, 1568 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ომის და სიკვდილის პარტიას ქვეყნის დანგრევა უნდოდა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მიიღეს
უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ორი წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც სერიოზული პროგრესია. "ეს სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, არავის არ ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ. ომის და სიკვდილის პარტიამ. მე ასე ვუწოდებ მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ზედიზედ ორი წელია უკვე,"- განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა მილიარდ 675 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, კოვიდამდე პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 70%-ით არის გაზრდილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)