|
2022-12-12 12:39:21, 1405 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი სააკაშვილზე - რა ვქნა, მიხედოს თავის თავს, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ
რა ვქნა, მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დავითულიანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ვერ ასახელებენ ვერც ერთ მძიმე დაავადებას, რის გამოც აუცილებელია მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება. "ინფორმაცია, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია მისი სასჯელის გადავადება, არათუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნია. ვერც ერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია. რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა, მესმის. არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. რა ვქნა, მართლმსაჯულებაა და ქვეყანაა, მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ", - აცხადებს ბექა დავითულიანი. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო 14 დეკემბერს იმსჯელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)