|
2022-12-11 17:00:49, 3116 ნახვა
პოლიტიკა
TASS - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ გამორიცხავს
რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებისა და მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა. როგორც გონჩარმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას თქვა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება. "რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება - თბილისში არსებული პირობები ცნობილია - ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა დენის გონჩარმა. ცნობისთვის, საქართველოში 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აეკრძალათ. ამავე დღიდან ძალაში ასევე შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)