22:30 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 11:29:20, 1151 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, გამარჯვების ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამჯერად, მუხიანის აგარაკებზე, გამარჯვების ქუჩაზე, დაახლოებით, 1 822 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი, 871 გრძივ მეტრზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 10 972 კვ.მ ფართობზე იგება. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 545 994 ლარი დაიხარჯა, სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის კი, დაახლოებით, 1 694 512 ლარი დაიხარჯება. გამარჯვების ქუჩაზე აქამდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.

„ქალაქ თბილისის მერიისა და გლდანის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, მიმდინარე წელს გამგეობამ იაკობისა და  გრემის ქუჩები, საზანოსა და ჟვანიას დამაკავშირებელი მონაკვეთი მოაწესრიგა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი ადგილზე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics