|
2022-12-07 15:08:18, 922 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო ვალდებულია, აღმოუჩინოს დახმარება და გაუწიოს მკურნალობა - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სააკაშვილზე
სახელმწიფო ვალდებულია, მას აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება და გაუწიოს შესაბამისი მკურნალობა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მსხილაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე მოვლენებს ისევ აკვირდება. "პრეზიდენტმა ამაზე უკვე გააკეთა კომენტარი და მე შესაბამისად, პრეზიდენტის სიტყვაზე დამატებით კომენტარს ვეღარ გავაკეთებ. უნდა დაიდოს კომპეტენტური დასკვნა ექიმებისგან და უნდა მიიღოს სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არა მარტო პატიმარს, ყველა ადამიანს აქვს. სახელმწიფო ვალდებულია, მას აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება და გაუწიოს შესაბამისი მკურნალობა. პრეზიდენტი ისევ აკვირდება", - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოლო კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება". მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)