|
2022-12-06 20:42:31, 1361 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის ძალით კვებაზე - როცა ადამიანი გონზეა, აკრძალულია საერთაშორისო დადგენილებით
"ძალით კვება ზონდით, როცა ადამიანი გონზეა, აკრძალულია საერთაშორისო დადგენილებით" - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა. "კლინიკაში ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება. თუ ადამიანი ჯერ კიდევ გონზეა, და ის განზრახ არ იღებს საკვებს, ამას ჰქვია შიმშილი და თუ იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს ისტორიაში და ამას ხელი უნდა მოაწეროს პაციენტმა, რის შემდეგაც კლინიკა თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან". - აცხადებს გრიგოლია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "ადამიანი გონზეა, ძალით კვება საერთაშორისო დადგენილებით იკრძალება". ვივა მედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს შერჩევით კვებას შერჩევით დღეებში, მაშინ კლინიკა იძულებული გახდება ის ზონდით კვებაზე გადაიყვანოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)