01:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 11:21:47, 736 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში დასაქმების ფორუმი გაიმართა

შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე 20-მდე კომპანიამ და ორგანიზაციამ 100-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთიან სივრცეში დამსაქმებლებს შეხვედროდნენ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია და სასურველი ვაკანსიები შეერჩიათ.

„ფორუმზე სხვადასხვა განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის წარმოდგენილი იყო ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები. ფორუმის შემდეგ, ღიად დარჩენილი შეთავაზებები დაინტერესებული შშმ პირებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. მსურველები ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებში მიიღებენ, სადაც კარიერის კონსულტანტები მათ სასურველ კომპანიასთან დააკავშირებენ.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ასეთი ღონისძიებების მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები. ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფებს გაიარონ მომზადება-გადამზადების კურსები შემდეგ კი, ღია შრომის ბაზარზე დამკვიდრდნენ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ ფორუმის დაწყებამდე საუკეთესო დამსაქმებლები და პარტნიორები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიებას შშმ პირთა თემი, პარტნიორები, დამსაქმებლები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics