|
2022-12-03 10:21:47, 1259 ნახვა
პოლიტიკა
CNN - ამერიკელი სენატორები შეიკრიბებიან საიდუმლო შეხვედრაზე, რათა განიხილონ უკრაინის დახმარება
ამერიკელი სენატორები 7 დეკემბერს გამართავენ საიდუმლო ბრიფინგს, რათა განიხილონ უკრაინის გაზრდილი დახმარება. თეთრი სახლის წინადადების მიხედვით,კიევს დამატებით 37 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყოს,ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოქვეყნებულ ბიულეტენში დახმარების განაწილება ასე გამოიყურება : 21,7 მილიარდი დოლარი თავდაცვის სამინისტროსთვის „უკრაინის აღჭურვილობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მომარაგებისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“ 14,5 მილიარდი დოლარი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის "უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის, ომის დროს მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების დახმარებისთვის, გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის". 626 მილიონი დოლარი ენერგეტიკის სამინისტროს „უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ნავთობის სტრატეგიული მარაგის მოდერნიზებისთვის“. 900 მილიონი დოლარი ჯანდაცვის სამინისტროსთვის „უკრაინელი პირობით გათავისუფლებულთათვის სტანდარტული სამედიცინო დახმარებისა და დამხმარე სერვისების უზრუნველსაყოფად“. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი 37 მილიარდი დოლარის პაკეტი სთხოვა.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)