00:43 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 17:18:24, 1115 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და კავშირზე ვართ მის ოჯახთან

ჩვენ, ევროკავშირი ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და კავშირზე ვართ მის ოჯახთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტის "მომავალი სასამართლოს გადასაწყვეტია".

"ჩვენ ვაყენებთ მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები სრულად იყოს დაცული. რა თქმა უნდა, მისი მომავალი სასამართლოს გადასაწყვეტია", - აცხადებს ჰერჩინსკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics