03:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 15:42:34, 862 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე - ძალიან ცუდადაა, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ვერ დადის

ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. 

როგორც ადვოკატმა კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, ექსპრეზიდენტი დათანხმდა ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარებას, თუმცა მათი ექსპერტების თანდასწრებით. 

"პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, საწოლიდან. მე ბოლოს ვნახე ბოლოს რომ პროცესი იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა.

დათანხმდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, ჩვენ არ ვიყავით ამის წინააღმდეგი, ერთადერთი მოვითხოვე, რომ ექსპერტიზის ჩატარებას დასწრებოდა ჩვენი ექსპერტები", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics