|
2022-11-30 14:15:58, 1192 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას - შეიძლება დააყენონ საკითხი, რომ ავკრძალოთ ნაწარმოები „ომი და მშვიდობა“
როგორ ისტერიაში არიან, რომ მშვიდობას დააწერ ნებისმიერ რაღაცას და ამის წინააღმდეგ გაილაშქრებენ - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციის კრიტიკას საახალწლო სლოგანზე, რომელიც წელს "მშვიდობის ქალაქი" იქნება. მამუკა მდინარაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიტყვა მშვიდობა აღიზიანებთ და შემდეგ სწყინთ, როდესაც ხელისუფლება ომის პარტიის წარმომადგენლებად მოიხსენიებს. „როგორ ლოგიკაში არიან და როგორ ისტერიაში , რომ აი, სიკეთეს რომ დააწერ ნებისმიერ რაღაცას, გინდა სლოგანად, ან შენობას რომ დააწერო "მშვიდობა" ამის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. თუ უნდათ მაგალითად, ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება, ამ ხალხს ჯვარი გააღიზიანებთ. ამ ლოგიკით შეიძლება, დააყენონ საკითხი, რომ ავკრძალოთ ნაწარმოები, „ომი და მშვიდობა“, იტყვიან, თან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ტოლსტოი და თან მშვიდობაა ნახსენებიო. შემდეგ „მზიური“ ძალიან კარგი ანსამბლი იყო, ამ ბავშვებზე მაშინ თუ არ ვცდები, ზაარბრიუკენის მერმა თქვა, ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნებაო, იტყვიან, როგორ შეიძლება, ამ ანსამბლს ვიხსენებდეთო, ამ სიგიჟეში და უტოპიაში არიან წასულები. ამას სერიოზულად საუბრობენ. ხალხს, რომელთაც აღიზიანებთ წარწერა მშვიდობა, მგონი, სერიოზული შეფასებაც კი არ სჭირდება. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიტყვა მშვიდობაც კი აღიზიანებთ და შემდეგ სწყინთ, ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ვეძახით“, - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ, როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ. მისი თქმით, საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი და მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა მიისწრაფვის.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)