01:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 13:52:45, 1260 ნახვა

სამართალი
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მითვისებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა. ამავე საჯარო სკოლის დირექტორმა სათანადო კონტროლი არ გაუწია სკოლის კუთვნილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას, რითიც ისარგებლა სკოლის ბუღალტერმა და საჯარო სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა მიითვისა. 

სამართალდამცველებმა სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ბუღალტერი დანაშაულის ჩადენის შემდგომ დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ" და მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც - 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

რაც შეეხება ამავე სკოლის დირექტორს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ  იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics