13:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 16:53:33, 1854 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - „ჰოლოდომორისას“ ჩვენი განადგურება შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელითა და სიცივით

„ჰოლოდომორისას“ ჩვენი განადგურება შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელითა და სიცივით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, მიმართვა გაავრცელა. 

მისი თქმით, ამ ტრაგედიის შემდეგაც უკრაინელმა ხალხმა თავისუფლების სიყვარულის შემარჩუნება მაინც შეძლო.

"უკრაინელებმა საშინელი რამ გამოიარეს და ყველაფრის მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს დაუმორჩილებელი სული და თავისუფლების სიყვარული. მაშინ შიმშილით სურდათ ჩვენი განადგურება, ახლა - სიბნელითა და სიცივით.

ჩვენ არ გავტყდებით. ჩვენში ცეცხლი არ ჩაქრება. ჩვენ კვლავ დავამარცხებთ სიკვდილს",- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთის, უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ყოველ წელს, ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული.

უკრაინაში მასობრივი შიმშილობა - ჰოლოდომორი 1932-33 წლებში იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics