|
2022-11-25 17:23:51, 1018 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია
მე ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის დიახ, ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დეკანოიძე მოუწოდებს პოლიტიკოსს კაცებს ხმა ამოიღონ და მყარად დადგნენ იქ, სადაც უნდა იყოს დემოკრატიული და ევროპული საზოგადოების ყველა წევრი. "მე ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის დიახ, ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია. მოვუწოდებ პოლიტიკოსს კაცებს ამოიღონ ხმა და მყარად დადგნენ იქ სადაც უნდა იყოს დემოკრატიული და ევროპული საზოგადოების ყველა წევრი, სანამ ჩვენ, მხოლოდ ქალები ვისაუბრებთ ამ თემაზე, ეს დარჩება ზუსტად იმ სტატისტიკურ მოვლენად და ერთ შემაშფოთებელ მოვლენად, რომლის დროსაც ჩვენ გავიგებთ მორიგ, საშინელ დანაშაულს, გამხეცებული კაცების მხრიდან ჩადენილს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ დღეს, 20:00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავს. ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად გამართულ მსვლელობას შეუერთდებიან ქალთა მოძრაობა და სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)