|
2022-11-19 14:45:17, 909 ნახვა
პოლიტიკა
მორავიეცკი - პოლონეთის ომში ჩართვის ერთადერთი გზა არსებობს - ზურგი აქციო უკრაინას
პოლონეთის სოფლებში ჩამოვარდნილი რაკეტები იმის მტკიცებულებაა, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს მეტ მხარდაჭერას, ომი პოლონეთის ტერიტორიაზეც გავრცელდება. - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. მისივე თქმით, პოლონეთის ომში ჩართვის ერთადერთი გზა არსებობს - ეს არის ზურგი აქციო უკრაინას "ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ინციდენტის ზუსტი გარემოება ან მიზეზი, მაგრამ ჩვენ ვიცით მომხდარის გამომწვევი ძირეული მიზეზი - ეს არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ,პოლონეთის ომში ჩართვის ერთადერთი გზა არსებობს - ეს არის ზურგი აქციო უკრაინას, თუ უკრაინა ასეთ დამოკიდებულებაში მოხვდება, ჩვენ არაფერი დაგვჭირდება ომის პროვოცირებისთვის - ის ჩვენთან თავისით მოვა. პუტინი არ გაჩერდება, კრემლი უფრო შორს წავა, პასიურად ყოფნა ჩვენთვის სუიციდს ნიშნავს". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)