09:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 10:13:02, 1053 ნახვა

საზოგადოება
ქართულმა ღვინოებმა, ქალაქ კრაკოვში, საერთაშორისო კონკურსში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo 2022"  ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში გამართულ კონკურსზე, ქართულმა ღვინოებმა ოქროს,  ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს:

ოქრო - „მარანი საფერავი ბიო 2020" (თელავის ღვინის მარანი);

ვერცხლი - „რქაწითელი" (შატო ნაფარეული);  „რქაწითელი ქვევრი 2019" (კომპანია ასკანელი), „საფერავი 2020" (მარანი ელიზბარი 1918);

ბრინჯაო -„მწავენე ქისი 2021" (მარანი ელიზბარი 1918), „სატრაპეზო ქვევრი 2018" (თელავის ღვინის მარანი), „მუკუზანი პრემიუმ 2019" (კომპანია ასკანელი), მარანი ბრუტი 2020 (თელავის ღვინის მარანი).

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "People PR" ორგანიზებით, ქართული  ვაზის ჯიშის, ქისისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ბერიძე დაესწრო.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება. ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 7 მლნ-მდე  ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 50% შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics