2022-11-17 23:43:06, 1692 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - რუსეთმა იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მოსკოვის უარს
რუსეთმა იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მოსკოვის უარს. - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ირჩევს ესკალაციის გზას, უამრავ რაკეტას ესვრის უკრაინის ინფრასტრუქტურას, რომელიც სითბოთი, წყლით და დენით უზრუნველყოფს მილიონობით მოქალაქეს.
"ჩვენ ერთად გავუგზავნეთ მკაფიო გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება უნდა მოხდეს,რუსეთმა იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მოსკოვის უარს, პუტინი ირჩევს ესკალაციის გზას, უამრავ რაკეტას ესვრის უკრაინის ინფრასტრუქტურას, რომელიც სითბოთი, წყლით და დენით უზრუნველყოფს მილიონობით მოქალაქეს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,