10:36 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 18:23:25, 811 ნახვა

პოლიტიკა
გერმანია პოლონეთს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დახმარებას სთავაზობს

გერმანია პოლონეთს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დახმარებას შესთავაზებს. - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

მისიცე თქმით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი გეგმავს, რომ ამ საკითხზე თავის პოლონელ კოლეგას ესაუბროს. 

"როგორც დაუყოვნებლივი რეაქცია პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე, ჩვენ მას შევთავაზებთ საჰაერო პატრულირების გაძლიერებას, გერმანული Eurofighters-ით. მისია შეიძლება დაიწყოს ხვალიდან, თუ ამის სურვილი პოლონეთს ექნება. რეაქტიული თვითმფრინავების გადატანა პოლონეთში საჭირო არ იქნება, ის შეიძლება აფრინდეს გერმანიის საჰაერო ბაზებიდან და დაბრუნდეს აქ ყოველი მისიის შემდეგ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics