21:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 16:04:27, 1831 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმის ყველა პუნქტს ათეული რაკეტით უპასუხა

რუსეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმის ყველა პუნქტს ათეული რაკეტით უპასუხა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს ელაპარაკებიან მშვიდობის შესახებ, საპასუხოდ კი ის რაკეტებს ისვრის. მას ელაპარაკებიან გლობალური კრიზისების შესახებ, რაც რუსეთმა გამოიწვია, პასუხი კი - ირანული თვითმფრინავებია.

„რუსეთს ელაპარაკებიან მშვიდობის შესახებ, საპასუხოდ ის რაკეტებს ისვრის. მას ელაპარაკებიან გლობალური კრიზისების შესახებ, რაც რუსეთმა გამოიწვია, პასუხი კი - ირანული თვითმფრინავებია. მას სთავაზობენ ათ პუნქტს ომის დასასრულებლად და ის ისვრის ათ რაკეტას მშვიდობის შესახებ ყოველ პუნქტზე“,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზელენსკიმ G20-ში სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა უკრაინის წინადადებები რუსეთთან მშვიდობის მისაღწევად, რომელიც  მოიცავს 10 პუნქტს.

უკრაინის წინადადებები მოიცავს შემდეგს:

  1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება.
  2. სურსათის უსაფრთხოება.
  3. ენერგეტიკული უსაფრთხოება.
  4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება.
  5. გაეროს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა.
  6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა.
  7. სამართლიანობის აღდგენა.
  8. ანტიეკოციდი.
  9. ესკალაციის თავიდან აცილება.
  10. ომის დასრულების დაფიქსირება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics