21:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 13:47:13, 1751 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთი ვერ გააგრძელებს არსებობას დღევანდელი სახით

რუსეთი ვერ განაგრძობს არსებობას დღევანდელი ფორმით და დღევანდელი მმართველი ელიტებით, მან პოლიტიკური გარდაქმნა უნდა განიცადოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა

მისი თქმით, რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ რუსეთში ამას, მით ნაკლები მსხვერპლი იქნება.

„არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის. რუსეთი ვერ განაგრძობს არსებობას დღევანდელი ფორმით და დღევანდელი მმართველი ელიტებით. რუსეთმა უნდა წააგოს, დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფისთვის და გაიაროს პოლიტიკური ტრანსფორმაცია“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის არსებობის შეწყვეტის პირობა დაასახელა.

მისი თქმით, რუსეთი აღარ იარსებებს, თუ ის თავის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics