14:11 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 15:29:01, 1163 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ნიკა მელიას წინააღმდეგ შეთქმულებას კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ერთობა ხელმძღვანელობს

ნიკა მელიას წინააღმდეგ შეთქმულებას კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა ხელმძღვანელობს, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ყავთ ხაბეიშვილი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცადა. 

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დამცველები ყავს ნიკა მელიასაც და ესენი არიან ძმები ახალაიები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაპირისპირებაში იყვნენ ვანო მერაბიშვილთან. 

„მელიას წინააღმდეგ ამ შეთქმულებას უკვე ვიცით ვინც ხელმძღვანელობს. ეს არის კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ყავთ ხაბეიშვილი, მაგრამ როგორც ჩანს, მელიასაც ყავს თავისი დამცველები. ჩემი ინფორმაციით, ესენი არიან ძმები ახალაიები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გარკვეულ წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში იყვნენ მერაბიშვილთან“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ამის საპასუხოდ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ პარტიის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics