12:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 11:10:05, 1052 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ გენდერულ საკითხებზე მუშაობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყებს

„საქართველოს რკინიგზა“ და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით  ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებენ. პროექტის  მიზანი რკინიგზის სექტორში თანაბარი შესაძლებლობებისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაა.

პრეზენტაცია  სატრანსპორტო და საგანმანათლებლო სფეროში ჩართული პარტნიორების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა. 

,,თანაბარი შესაძლებლობები საქართველოს რკინიგზის სექტორში და ახალგაზრდების ტექნიკური უნარების გაძლიერება“ ორწლიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება როგორც ახალი, ასევე, განახლდება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის არსებული პროფესიული მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები.

გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზაში გენდერული თანასწორობის პრინციპების უკეთ გატარების მიზნით შემუშავდება გენდერულად მგრძნობიარე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და პროცედურები. თანაბარი შესაძლებლობების სამოქმედო გეგმაში კი აისახება ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც კომპანია გადადგამს გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია და მას ფრანგული კომპანია, AETS განახორციელებს, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics